
ფაშინიანი აშშ-ში მიემგზავრება
03/02/2025 13:28:42 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება.
პრემიერის აპარატის ინფორმაციით, 3-7 თებერვლის პერიოდისთვის დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-5 ყოველწლიურ სამიტში რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების საკითხებზე, ასევე გამართავს რამდენიმე შეხვედრას, თუმცა მათი დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.
ბოლოს სომხეთის პრემიერი აშშ-ში გასული წლის სექტემბერში იმყოფებოდა. მაშინ მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S