
ყაველაშვილმა "ოცნების" პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა
03/02/2025 13:50:07 პოლიტიკა
სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა "ოცნების" ასევე სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.
წარდგენილთა შორის არიან, კერძოდ, ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე.
როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკითხს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.