
თორნტონი - პაპუაშვილს: "NED-ის დაფინანსებული პროგრამებით უშუალოდ თქვენ და "ოცნების" საპარლამენტო საქმიანობა ფინანსდებოდა!"
03/02/2025 17:39:35 პოლიტიკა
"გავიწყდებათ, რომ NED-ის (დემოკრატიის ეროვნული ფონდი) დაფინანსებული პროგრამებით უშუალოდ თქვენ და "ქართული ოცნების" საპარლამენტო საქმიანობა, მათ შორის თქვენი ფრაქციის ტრენინგი ფინანსდებოდა" - ასე მიმართავს გერმანიის მარშალის ფონდში დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორი, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ამ უკანასკნელის დღევანდელი პროპაგანდისტული განცხადების საპასუხოდ.
"გავიწყდებათ, რომ NED-ის დაფინანსებული პროგრამებით უშუალოდ თქვენ და "ქართული ოცნების" საპარლამენტო საქმიანობა, მათ შორის თქვენი ფრაქციის ტრენინგი ფინანსდებოდა,- ვიცი, რადგან იქ ვიყავი. NED-ის დაფინანსებულ ვორქშოფებზე ყოფნისას ბორჯომში, კახეთში და ა.შ პრობლემა არ გქონდათ" - წერს თორნტონი.
ცნობისთვის: "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს სოცქსელ X-ში დემოკრატიის ეროვნულ ფონდს (NED) უპირისპირდებოდა და "საქართველოს პოლიტიკაში ჩარევაში" ადანაშაულებდა.