Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო და გული მწყდება

გერმანიის ელჩი: ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო და გული მწყდება

03/02/2025 17:57:00 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის განცხადებას, რომ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.

ფიშერი ამბობს, რომ ბევრი იმუშავა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განვითარებული მოვლენები კი "გულდასაწყვეტია".

"თუ თქვენ ხართ ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, თქვენ მიიღებთ ასეთ წინადადებას კაია კალასისგან და გერმანია ეთანხმება მას, მაშინ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რათა საქართველოს მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და გული მწყდება", - წერს ელჩი პლატფორმა X-ზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S