
სამხრეთ კორეის დაზვერვა: როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის ჯარები იანვრის შუა რიცხვებიდან აღარ მონაწილეობენ ბრძოლებში კურსკში
04/02/2025 06:17:30 მსოფლიო
მედია სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩრდილო კორეელი სამხედროები იანვრის შუა რიცხვებიდან კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სავარაუდოდ, აღარ მონაწილეობენ:
„როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც დისლოცირებული არიან რუსეთის კურსკის რეგიონში, იანვრის შუა რიცხვებიდან არ მონაწილეობდნენ ბრძოლაში“, - ციტირებს სააგენტო AFP სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებას.
მანამდე New York Times-მა ამერიკულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დანაკარგების გამო, ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტის ხაზებიდან გაიყვანეს.