Accentnews.ge
პარლამენტთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო

პარლამენტთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო

04/02/2025 08:12:35 საზოგადოება

სადავო პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა აქციის და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე უნდა მოუსმინონ "ქართული ოცნების" პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს.

პარლამენტში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" აამოქმედეს, შენობაში არ უშვებენ ონლაინმედიას.

ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს. 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო.

სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“. შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტი პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩაზე გაეგრძელებინათ. როდესაც მედიის წარმომადგენლები და აქციის სხვა მონაწილეები 9 აპრილის ქუჩისკენ დაიძრნენ, პოლიციამ მათ გადაადგილება შეუზღუდა.

ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს განუმარტეს, რომ ისინი გზის გადაკეტვას არ აპირებდნენ და პროტესტის გაგრძელება უნდოდათ, ამის შემდეგ პოლიციამ მათ ტროტუარზე გადაადგილების ნებართვა დართო, თუმცა, ვითარება რამდენიმე წუთში შეიცვალა - პოლიციამ ჟურნალისტებს ტროტუარზე დგომის საშუალება არ მისცა. ტერიტორიიდან გაიყვანეს ორი პირი. უცნობია, ისინი განარიდეს ტერიტორიას თუ დააკავეს.

ამჟამად საპოლიციო ძალები პარლამენტის მთელ ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S