Accentnews.ge
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

04/02/2025 08:04:22 საზოგადოება

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს.

დემონსტრანტებმა, რომელთა უმეტესობა ჟურნალისტი იყო, თავდაპირველად პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მსვლელობით გადაინაცვლეს. მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა გზის გაგრძელება სცადეს მსვლელობით ჩიტაძის ქუჩის გავლით, პოლიციამ მათ უფლება არ მისცა, შეჩერებულიყვნენ შენობის გვერდითა შესასვლელთან, საიდანაც პოლიტიკოსები ავტომობილისებით შედიან ხოლმე. პოლიციამ დემონსტრანტებს ტროტუარზე გადასვლისკენ უბიძგა, რომლის ნაწილი უკვე დაკავებული ჰქონდათ საპატრულო პოლიციის უნიღბო და ნიღბიან თანამშრომლებს. ამ დროს, როგორც "რადიო თავისუფლების" ფეისბუკის ლაივში ჩანდა გაურკვეველ გარემოებებში დააკავეს აქციის ორი მონაწილე.

პოლიციამ აქციის მონაწილეები საბოლოოდ აიძულა პარლამენტის წინა მხარეს რუსთაველის გამზირზე ჩამოწეულიყვნენ.

ამასთან, "პუბლიკას" ცნობით, "პოლიციამ იძალადა „პუბლიკას" ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე — პოლიციელებმა მას ხელი დაარტყეს, ასევე, თმაზე მოქაჩეს".

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქციას მართავდნენ გამოცემების "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" პატიმრობაში მყოფი დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და მისი გათავისუფლების მოთხოვნით. მზია ამაღლობელი 24-ე დღეა, შიმშილობს.

პარალელურად, დღეს "ქართული ოცნების" პარლამენტის სხდომაზე იგეგმება კოლეგიის მიერ, "ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება.

4 თებერვალს პარლამენტის შენობაში "უსაფრთხოების ყვითელი დონე" მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს იქ შესვლა შეეზღუდებათ და დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები, ასევე ტელემედია.

შენობაში არ დაიშვებიან ონლაინმედიისა და პრესის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S