Accentnews.ge
"ოცნების" პარლამენტში ყაველაშვილის მოხსენება საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა, სესია ნახევარი საათის განმავლობაშიც არ გაგრძელებულა

"ოცნების" პარლამენტში ყაველაშვილის მოხსენება საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა, სესია ნახევარი საათის განმავლობაშიც არ გაგრძელებულა

04/02/2025 09:00:55 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პარლამენტის საგაზაფხულო სესია "ქართული ოცნების" პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნა.

სხდომა, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა, ნახევარი საათის განმავლობაშიც არ გაგრძელებულა. ის ყაველაშვილის მოხსენების დასრულებისთანავე დასრულდა.

რეგლამენტის თანახმად, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის გარდა, საპარლამენტო ტრიბუნით სარგებლობის უფლება პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის“ ხელმძღვანელსაც ჰქონდა, თუმცა ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ სიტყვით არავინ გამოსულა.

სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა „ოცნების“ დეპუტატები შეძახილებით გააცილეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S