
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციების კიდევ ორი მონაწილე გაუშვეს ციხეში
04/02/2025 11:01:36 სამართალი, საზოგადოება
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი კუჭუაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა.
კუჭუაშვილი მაისში დააკავეს. მას ბრალად პოლიციელზე თავდასხმას ედობოდა. კერძოდ, ბრალდების მხარის პოზიციით, მან აქციის მიმდინარეობისას პოლიციელს ნახევრად სავსე პლასტმასის ბოთლი თვალში მოარტყა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - დავით კოლდარს, მას 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კოლდარს ბრალად წარდგენილი ჰქონდა 187-მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მას პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი კუჭუაშვილს 4 წელი მიესაჯა