უჩა აბაშიძეს 5 წელი მიუსაჯეს, მის ცოლს - 4 წელი

04-02-2025 15:10:04 საზოგადოება ,სამართალი

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარიამ იაშვილი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 თებერვალს გამოცხადდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს 5 წელი მიესაჯა, მის ცოლს - 4 წელი.

საქმე იმის გამო, რომ პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, დახურულ სხდომებზე განიხილებოდა. შესაბამისად, მასზე დასრება ჟურნალისტებს არ შეეძლოთ და დეტალებზე ვერ საუბრობს ადვოკატიც.

უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აბაშიძე გასული წლის 11 მაისს დააკავეს. იმ პერიოდში მიმდინარეობდა აქციები "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. აბაშიძე პროტესტის აქტიური მონაწილე იყო.

Новости

Другие новости