
"ოცნებას" „სპონტანური აქციის“ ცნება საკანონმდებლო დონეზე შემოაქვს
04/02/2025 13:33:04 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებას" „სპონტანური აქციის“ ცნება საკანონმდებლო დონეზე შემოაქვს. აღნიშნული ცვლილება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში გათვალისწინებული.
კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე ჩნდება „სპონტანური აქციის“ ცნება და განისაზღვრება, როგორც „შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც დაუგეგმავად, დაუყოვნებლივ იმართება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის გამო და რომლის წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო“.
აქამდე კანონი სპონტანურ და წინასწარ დაგეგმილ აქციებს არ ასხვავებდა.
ახლა აქციის „ორგანიზატორს“ უჩნდება ვალდებულება, „სპონტანური“ აქციის ჩატარების შესახებაც აცნობოს მუნიციპალიტეტს. თუმცა კანონი „ორგანიზატორს“ გაფრთხილებას მაინც ავალდებულებს.
ახალი კანონპროექტი ამბობს, რომ „განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში“.
„ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება განისაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი“, - წერია კანონპროექტში.
გაფრთხილებაში კი უნდა აღინიშნოს:
„შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი;
დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა;
პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ აქციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა“.
ამავე თემაზე: რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს „ქართული ოცნება“ აქციების შესაზღუდად
„ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს დემონსტრაციების შესაზღუდად გაამკაცროს კანონმდებლობა. კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება, ათეულობთ საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021