
ზურაბიშვილი: ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და შესწორებებს იღებს, რომელთა მიზანი განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაა
04/02/2025 13:51:59 პოლიტიკა
ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და შესწორებებს იღებს, რომელთა მიზანი განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და შესწორებებს იღებს, რომელთა მიზანი განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს დემონსტრაციების შესაზღუდად გაამკაცროს კანონმდებლობა. კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება, ათეულობთ საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა.
ამავე თემაზე: რა საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს „ქართული ოცნება“ აქციების შესაზღუდად