04-02-2025 18:45:09 პოლიტიკა
5 ივლისს სადავო პარლამენტი სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.
დღის წესრიგში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" წევრებისთვის - ჯამში, 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. მათ პარლამენტს მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით ჯერ კიდევ ნოემბერში მიმართეს, თუმცა "ქართულ ოცნებას" შესაბამისს წერილობით განცხადებებზე ამ დრომდე არ უმსჯელია.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად "ძლიერმა საქართველომ" 14 მანდატი მიიღო, "კოალიციამ ცვლილებებისთვის" პარლამენტში 19 წევრი გაიყვანა, ხოლო "ერთიანობა -ნაციონალურმა მოძრაობამ" 16 მანდატი მოიპოვა.
პარლამენტში 12 მანდატი აქვს პარტიას "გახარია საქართველოსთვის". გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.