ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი: "აღარ მიმყავს "მოამბე" 18:00 საათზე ვითარების ნორმალიზებამდე"

04-02-2025 19:43:03 საზოგადოება

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განმარტავს, რატომ აღარ მიყავს 18:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვება "მოამბე".

მისი თქმით, არხის ოფიციალური პოზიციაა, რომ იგი "მოამბის" წამყვანი აღარ იქნება "გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე".

"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე.

ოფიციალური პოზიცია - როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის" პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც "მოამბე"-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება "მოამბე"-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება", - წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები