
ნიკა გვარამია: ნიკა მელიას სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ ბრალს, ვიცით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით და მზად ვართ, ციხეშიც ვიყოთ
04/02/2025 17:12:32 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს ნიკა გვარამიას აქვს მოლოდინი, რომ მის თანაპარტიელ ნიკა მელიას ხვალ წარუდგენენ ბრალს. მელია 2 თებერვალს დააკავეს "თბილისი მოლთან", თუმცა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის წესით დააკავეს რვა პირი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა.
„მოგეხსენებათ, სამ პარტიას უხსნიან იმუნიტეტს, გახარიას პარტიის გარდა სამივე პარტიას. მე არ მაქვს იმუნიტეტი, მაგრამ დანარჩენებს, ნიკა მელიას პირველ რიგში იმიტომ, რომ ვნახეთ, დაკავებული იყო, ჩვენი კოალიციის სხვა ლიდერებსაც, ხვალ ასევე წარუდგენენ ბრალს.
ჩემი პარტიის ნახევარმა ამ თვეების განმავლობაში გაიარა ციხეში, ნაწილმა ადმინისტრაციულით, ნაწილმა სისხლით. საერთოდ ყველა ლიდერი იყო ციხეში ბოლო თვის განმავლობაში. ამ წუთში მარტო დიმიტრი ბიძინაშვილი. ჩვენთვის ეს ბრძოლა გასაგებია, რასაც უკავშირდება, ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით და მზად ვართ იმისთვის, რომ ციხეშიც ვიყოთ, თუ საჭიროა", - განაცხადა გვარამიამ თბილისის მთავარ სამმართველოსთან.
მანამდე ადვოკატები აცხადებდნენ, რომ არ ეძლეოდათ დაცვის ქვეშ მყოფებთან შეხვედრის შესაძლებლობა.