თსუ: ვარკვევთ დეტალებს, რექტორი მზად არის შეხვდეს დაკავებული სტუდენტის ნიკოლოზ კუტუბიძის ადვოკატს

04-02-2025 23:38:37 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება 2 თებერვალს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სტუდენტის, ნიკოლოზ კუტუბიძის სისხლის სამართლის წესით დაკავებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ თსუ-ის ადმინისტრაცია და ფაკულტეტი არკვევენ დეტალებს, ხოლო რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის ნიკოლოზ კუტუბიძის თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს.

თსუ ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არკვევენ დამატებით დეტალებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

თსუ რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს", - ვკითხულობთ უნივერსიტეტის განცხადებაში.

„თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით რვა ადამიანი დააკავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები