კორონავირუსის პირველი შემთხვევები ავსტრიასა და ხორვატიაშიც დაფიქსირდა

25-02-2020 16:35:24 მსოფლიო

კორონავირუსის („COVID-19“) პირველი შემთხვევები ავსტრიასა და ხორვატიაშიც დაფიქსირდა.

როგორც ხსენებული ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების მიერ გავრცელებულ განცხადებებშია ნათქვამი, ავსტრიასა და ხორვატიაში „COVID-19“ იტალიის მოქალაქეებს დაუდასტურდათ.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის მზარდი რისკის გამო საქართველო ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები