სამტრედიასთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

25-02-2020 16:43:33 სამართალი

სამტრედიასთან ავტოავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ. გარდაცვლილია მინივენში მყოფი ყველა პირი.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.