ირაკლი კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა

05-02-2025 11:20:26 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მისი ადმინისტრაციის ცნობით, 5-6 თებერვალს გაიმართება შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. როგორც დაანონსებულია, კობახიძე შეხვდება ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევსაც.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სტატუსით - ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით - მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის სტატუსით - ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სტატუსით - დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სტატუსით - ალექსანდრე წულაძე, სპორტის მინისტრის სტატუსით - შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის სტატუსით - ლევან ჟორჟოლიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები