05-02-2025 12:21:35 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა, - იტყობინება გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი ვალერი ზალუჟნი.
„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის უკრაინაში მივესალმები. ჩვენ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებსა და უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ერთობლივ პროექტებს განვიხილავთ“, - დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
ვალერი ზალუჟნიმ დიდ ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.