"ოცნების" პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ წევრს სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტა

05-02-2025 13:43:03 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პარლამენტმა 49 ოპოზიციონერ წევრს სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტა.

49 ოპოზიციონერი პოლიტიკოსიდან 19 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელია, 16 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და 14 - „ძლიერი საქართველოს“. მათ უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს.

ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ შემდეგი წევრები:

  • მარიკა არევაძე,
  • ლაშა ბაქრაძე,
  • თინა ბოკუჩავა,
  • საბა ბუაძე,
  • გიორგი ბუტიკაშვილი,
  • გრიგოლ გეგელია,
  • ანა გოგოლაძე,
  • სოფია გოლეთიანი,
  • ანა დოლიძე,
  • გიორგი ვაშაძე,
  • თენგიზ თევზაძე,
  • ქეთევან თურაზაშვილი,
  • გიორგი იმედაშვილი,
  • გიორგი კირთაძე,
  • ცოტნე კობერიძე,
  • მაია კოპალეიშვილი,
  • თამარ კორძაია,
  • ირაკლი კუპრაძე,
  • თამარ ლალიაშვილი,
  • გიორგი ლემონჯავა,
  • ნანა მალაშხია,
  • ნიკა მელია,
  • კობა ნაყოფია,
  • ანა ნაცვლიშვილი,
  • რამაზ ნიკოლაიშვილი,
  • კახა ოქრიაშვილი,
  • დათუნა რაქვიაშვილი,
  • სალომე სამადაშვილი,
  • ხათუნა სამნიძე,
  • ლევან სამუშია,
  • ირაკლი ფავლენიშვილი,
  • ანი ქავთარაძე,
  • ოქტაი ქაზუმოვი,
  • ბორის ყურუა,
  • ფიქრია ჩიხრაძე,
  • პეტრე ცისკარიშვილი,
  • ლევან ცუცქირიძე,
  • გიგი წერეთელი,
  • ანა წითლიძე,
  • ივანე ჭყონია,
  • ლევან ხაბეიშვილი,
  • მამუკა ხაზარაძე,
  • ეკა ხერხეულიძე,
  • ირაკლი ხვადაგიანი,
  • ელენე ხოშტარია,
  • ბადრი ჯაფარიძე,
  • გაიოზ ჯაფარიძე,
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე,
  • სოფიო ჯაფარიძე.

პარლამენტი 150 წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი. ამჟამად "ოცნების" პარლამენტი 101 –წევრიანი გახდა. აღსანიშნავია, რომ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, გვარამია-მელიას გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ სათადარიგო-საარჩევნო სიები „ჩახსნილი“ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკლებული წევრების ნაცვლად, მათი საარჩევნო სიიდან პარლამენტში ვერავინ შევა.

Новости

Другие новости