იოზვიაკი: 13 თებერვალს ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს

05-02-2025 14:00:17 პოლიტიკა

ევროპარლამენტი 13 თებერვალს საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

„მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოიხსენიებს ევროპარლამენტი ყაველაშვილს, თუმცა საქართველო 24 თებერვალს გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პირველად დღის წესრიგში არ არის“, - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები