დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

05-02-2025 16:45:46 ევროპა ,მსოფლიო

ბრიტანეთი უკრაინას 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეღა მინისტრმა დევიდ ლემიმ 5 თებერვალს უკრაინელ კოლეგა ანდრი სიბიჰასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს მე ვაცხადებ დიდი ბრიტანეთის მიერ კიდევ 55 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას უკრაინის მხარდასაჭერად, რათა ხელი შევუწყოთ როგორც ჩვენი ქვეყნების, ასევე ეკონომიკების მდგრადობასა და გაზრდას გაზრდას", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მორიგი დახმარებისათვის ლონდონს მადლობა გადაუხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"სოციალური, ჰუმანიტარული და ენერგეტიკული პროგრამებს ეს დაფინანსება, რაც ძალიან დროულია, გააძლიერებს ჩვენ მდგრადობას", - განაცხადა ბრიფინგზე ანდრი სიბიჰამ.

დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი მხარდამჭერია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები