ზურაბიშვილი: სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს

05-02-2025 18:30:40 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლების დათხოვნის გეგმასთან დაკავშირებით "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ სრულიად მიუღებელია თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზირება.

"როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მინდა ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, რომ შეიძლება ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის და დამოუკიდებლობის საყრდენი. არ შეიძლება, ამ უწყების რამენაირად პოლიტიზირება. მინდა მივმართო ჩვენ სამხედრო ძალებს და ვუთხრა, რომ ბოლომდე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდში, რათა მათ ჰქონდეთ ყველანაირი საშუალება და უფლება, ეს ქვეყანა დაიცვან, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო" – განაცხადა ზურაბიშვილმა.

4 თებერვალს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა და თებერვლის ბოლომდე, პირველი ტალღის შედეგად სამინისტროდან, სულ მცირე, 200 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.

Новости

Другие новости