
მოსამართლე ცაგარეიშვილმა იაკო დევიძე 3500 ლარით დააჯარიმა
05/02/2025 14:36:28 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა აქტივისტი იაკო დევიძე 3500 ლარით დააჯარიმა.
მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. დევიძემ იზოლატორში ორი დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად იშიმშილა.
ჩხრეკის შემდეგ დევიძის დედამ თქვა, სახლიდან გაუჩინარდა ოპერაციისთვის გადადებული ფული.