ზურაბიშვილი საფრანგეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს ესაუბრა პარტნიორების ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე

05-02-2025 18:43:28 პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს ბრუნო ფუქსს ესაუბრა.

როგორც ზურაბიშვილის პრესსამსახური იუწყება, სატელეფონო საუბრისას განიხილეს ქვეყანაში არსებულ ვითარება, "მმართველი რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკა და რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უხეშად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს, რომლის მიზანია ჩაახშოს ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტი და დათესოს შიში, რაც მხოლოდ დიქტატორული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი".

"საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას. აღინიშნა, რომ საქართველო უფრო და უფრო ცხადად შორდება დასავლეთს და მიდის რუსეთისკენ, ხალხის ურყევი ნებაა, იბრძოლოს ევროინტეგრაციისა და თავისუფლებისთვის და უკვე ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობს უწყვეტი პტოტესტი.

ხაზი გაესვა ამ პროცესში დასავლელი პარტნიორების ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობას",- ვკითხულობთ რელიზში.

29 იანვარს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის სესიაში, რომელიც საქართველოში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები