Accentnews.ge
ხუხაშვილი: "როდესაც "ოცნება" შეზღუდვებს ამართლებს იმით, რომ ასე “იბრუნებს ქვეყანას”, აქ “ქვეყნის დაბრუნებაში”-ში იგულისხმება საბჭოთა კავშირში, ანუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება"

ხუხაშვილი: "როდესაც "ოცნება" შეზღუდვებს ამართლებს იმით, რომ ასე “იბრუნებს ქვეყანას”, აქ “ქვეყნის დაბრუნებაში”-ში იგულისხმება საბჭოთა კავშირში, ანუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება"

05/02/2025 16:31:16 პოლიტიკა

როდესაც "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება ახალ-ახალ შეზღუდვებს ამართლებს იმით, რომ ასე “იბრუნებს ქვეყანას”, აქ “ქვეყნის დაბრუნებაში”-ში იგულისხმება საბჭოთა კავშირში, ანუ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება, - დარწმუნებულია ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომლის აზრით, ივანიშვილის გუნდის ყველა ბოლოდროინდელ ქმედებას სწორედ ამ მიმართულებით მივყავართ.

"1990 წელს ვილნიუსში კონფერენციაზე ერთმა მაშინდელმა ცნობილმა დისიდენტმა - სერგეი გრიგორიანცმა მითხრა, რომ ახლა იწყება საბჭოთა კავშირის ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის შედეგადაც ბევრად უფრო საზარელ ურჩხულს მივიღებთ, ვიდრე დღეს არისო. მისი ეს ნათქვამი დიდწილად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. ერთი კითხვა დარჩა - საქართველო ამ დიდი ბოროტების ნაწილი გახდება, თუ მოვახერხებთ მის გამოგლეჯას შიდა თუ გარე მტრების ხელიდან?" - წერს სოციალურ ქსელში ხუხაშვილი.

ცნობისთვის: "ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებამ დღეს რიდი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პარალელურად ახლებიც დააანონსა, მათ შორის - თავისუფალი მედიის საწინააღმდეგო კანონიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S