Accentnews.ge
"თბილისი მოლთან" გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით დაკავებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ

"თბილისი მოლთან" გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით დაკავებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ

05/02/2025 17:58:52 საზოგადოება

2 თებერვალს „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დაკავებულ რვა პირს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000-ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავასა და ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ. ისინი იზოლატორს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.

გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ადვოკატები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ამ დღეს პოლიციამ სავაჭრო ცენტრთან და სანაპიროზე 31 ადამიანი დააკავა ადმინისტრაციული წესით (173-ე, მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით). მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რვა პირს სისხლის სამართლის წესით წაუყენეს ბრალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S