
70–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება
05/02/2025 18:04:41 საზოგადოება
70–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.
თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
ამ დროის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, ახორციელებს და ასევე აქვს დაანონსებული. დაანონსებული ცვლილებები ეხება უშუალოდ მედიასაც.