05-02-2025 22:36:22 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ერთი მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ ელექტრო მოწყობილობები უნდა შეიძინოს და გააგზავნოს უკრაინაში.
განკარგულებაში მითითებულია, რომ ბაქოსა და კიევს შორის ურთიერთობები მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველზე ვითარდება და რომ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფომ არაერთხელ გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს.
2023 წელს აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 7,6 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროტექნიკა გაუგზავნა.