
გამოცემა "აპრილის" ცნობით, შსს მათ ფოტორეპორტიორს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გზის გადაკეტვას ედავება
05/02/2025 18:54:45 საზოგადოება
ონლაინ გამოცემა "აპრილის" ცნობით, შსს მათ ფოტორეპორტიორს ვახო ქარელს გზის გადაკეტვას ედავება იმ აქციაზე, რომელსაც ის აშუქებდა.
"26 იანვარს ვახო ქარელი თავდაპირველად პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ მარშზე იმყოფებოდა, რომელიც დიდუბის მეტროსადგურიდან დაიწყო. მოგვიანებით, მან დამკვირვებლების მარშზე გადაინაცვლა, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. გარდა იმისა, რომ ვახო ქარელი თავის მოვალეობას ასრულებდა, მას თან ჰქონდა პრესის ბარათი, რომელიც ადასტურებს, რომ ის მედია "აპრილის" ფოტორეპორტიორია.
განახლება: მოგვიანებით, ვახო ქარელს შსს-დან კვლავ დაურეკეს და უთხრეს, რომ ჟურნალისტის დამადასტურებელი ცნობა მიიტანოს და დანარჩენს მერე მოახსენებენ". - წერს გამოცემა "აპრილი".