
რუსეთის კრასნოდარის მხარეში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
06/02/2025 06:04:33 მსოფლიო
რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკზე, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს, დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.
პრიმორსკო-ახტარსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ ბონდარენკომ ტელეგრამ-არხით ადგილობრივ მცხოვრებთ მიმართა, რომ "საჰაერო თავდაცვის ძალები შეტევას იგერიებენ, ამიტომ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ და უსაფრთხოების მიზნით ფანჯრებთან ახლოს არ მივიდნენ".
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონკრეტულად პრიმორსკო-ახტარსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. სამინისტროს მიერ 6 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციით, "ღამის განმავლობაში კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს 6 უკრაინული დრონი".
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის რეგიონებზე დრონებით თავდასხმა, როგორც წესი, პრიმორსკო-ახტარსკიდან ხდება.