
უილსონი –"ოცნებაზე": "სანქციები მოდის"
06/02/2025 06:11:13 პოლიტიკა
"ბიძინა ივანიშვილმა და "ქართული ოცნების" ყაჩაღებმა გაყიდეს საქართველოს პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, მიუხედავად აშშ-ისა და ევროკავშირის წინადადებებისა. ახლა ისინი სულელურად აცხადებენ თავიანთ დიქტატურას 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევებით და დემონსტრანტების მიმართ სისასტიკით. სანქციები მოდის", – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.