Accentnews.ge
გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დატოვეს

გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დატოვეს

06/02/2025 07:21:10 პოლიტიკა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ და აქტივისტმა დიმიტრი ბიძინაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვეს.

ორივე მათგანმა ციხე 5000-5000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ, გვიან ღამით დატოვა.

2 თებერვალს გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, მოგვიანებით 8 პირს, მათ შორის, გიგი უგულავას და დიმიტრი ბიძინაშვილსაც, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდათ. ორივე მათგანს პოლიცია „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება.

სასამართლომ „თბილისი მოლთან“ გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულ 8-ვე პირს გირაო შეუფარდა. გირაოს გამოყენების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S