Accentnews.ge
ჩხაიძე - ამაღლობელზე: საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს

ჩხაიძე - ამაღლობელზე: საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს

06/02/2025 09:35:50 საზოგადოება

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ „ბათუმლები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დღესაც და სავარაუდოდ ხვალაც კლინიკაში დარჩება კვლევების გასაგრძელებლად.

მისი შეფასებით, მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს.

„ვინახულე ამ წუთში, მხნედ არის, უგრძელდება კვლევები, დაგვჭირდა დამატებითი კვლევების კიდევ ჩატარება და ამ კვლევების შედეგად, ექიმ-სპეციალისტების მიერ კონსულტირება. რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. [კვლევები] ძირითადად უკავშირდება შიმშილობის ეფექტს, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე საერთოდ, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე",- თქვა ჩხაიძემ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად საგანგაშოა მდგომარეობა.

[რამდენად საგანგაშო მდგომარეობაა?] რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც დარჩება, რომ კიდევ კვლევა გაგრძელდეს, კიდევ იყოს კონტროლის ქვეშ“, – თქვა ჩხაიძემ.

„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 23-ე დღეა შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S