
ირაკლი კობახიძე ყასიმ-ჟომართ ტოყაევს შეხვდა
06/02/2025 10:25:51 პოლიტიკა
6 თებერვალს "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ ტოყაევს შეხვდა. შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა.
"მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიური დინამიკა, ასევე საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო როლს, ასევე დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების ხელშესაწყობად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას" - ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის განცხადებაში,
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ტოყაევმა კობახიძეს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა მიულოცა.
მანამდე კობახიძე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, საუდის არაბეთსა და სომხთში.