06-02-2025 15:32:38 ევროპა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ამბობს, რომ ფრანგული Mirage 2000-ების ნაწილი უკვე უკრაინაშია.
"2024 წლის 6 ივნისს ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის ფრანგული Mirage 2000-ების უკრაინისთვის გადაცემა გამოაცხადა. მათი პირველი ნაწილი უკრაინაში დღეს ჩავიდა, უკრაინელ პილოტებთან ერთად, რომლებიც საფრანგეთში რამდენიმე თვე იწვრთნებოდნენ, ახლა ისინი უკრაინის ცის დაცვაში მიიღებენ მონაწილეობას," - წერს X-ზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი.
ლეკორნუს რაოდენობა არ დაუზუსტებია.
მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა დააანონსეს, რომ ფრანგული განანადგურებლები უკრაინაში მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს გამოჩნდებოდა.
მედია წერდა, რომ საფრანგეთი უკრაინას პირველ ეტაპზე 6 თვითმფრინავს გაუგზავნის.