Accentnews.ge
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით დათქმებით მიიღეს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით დათქმებით მიიღეს

06/02/2025 11:48:38 პოლიტიკა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სადავო პარლამენტმა II მოსმენით დათქმებით მიიღო.

ცვლილებების ინიციატორის, არჩილ გორდულაძის შეთავაზებით, გარკვეული ნაწილების კენჭისყრა გადაიდო.

"ადამიანის უფლებათა ჭრილში რომ შევხედოთ საკითხს, მეტი გარანტიებისათვის, ასევე პროცედურული საკითხების უკეთ გააზრებისათვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის I მუხლის მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 ნაწილების კენჭისყრა გადავდოთ, მე-3 მოსმენის ფორმატში როდესაც გვექნება განხილვა" - თქვა გორდულაძემ.

გადადებული მუხლებზე პოზიციების შეჯერება კომიტეტის სხდომაზე იგეგმება, რომელიც პარლამენტში დღევე გაიმართება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს სადავო პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. მას მესამე მოსმენით დღესვე დაამტკიცებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S