Accentnews.ge
ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე ოთხი წევრი დამტკიცდა

ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე ოთხი წევრი დამტკიცდა

06/02/2025 11:48:46 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი წევრი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ შამუგია, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე იყვნენ წარდგენილი.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ "ოცნების" პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დასრულდება საბოტაჟი და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას.

„თითქმის წელიწად ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის საბოტაჟის გამო ვერ ვახდენდით ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებას. ეროვნულ ბანკს უწევდა ხუთ წევრით საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ შევძელით, მათ შორის, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამ საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისგან შედგება. ბოლო პერიოდში საბჭო 5 წევრით საქმიანობდა.

2023 წლის სექტემბერში საბჭო სამმა წევრმა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვა. რიჩარდ სინგლეტარს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის დეკემბერში გაუვიდა.

სამი წევრის მიერ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მოჰყვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას გადაწყვეტილებას, რომელმაც, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S