ირაკლი შოთაძეს ახალი მოადგილე ჰყავს

25-02-2020 19:56:50 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს შეხვდა და უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

დღესვე ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა ბაკურ აბულაძე, რომელმაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობა დაიწყო სტაჟირორ-პროკურორად, სხვადასხვა დროს მუშაობდა ასევე რაიონულ და თბილისის პროკურატურებში, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას, 2015 წლიდან დღემდე კი მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციაზე.

როგორცფ ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მან მისი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მიიღო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები