აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

06-02-2025 18:03:07 კავკასია

აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის ამასწინანდელი ავიაკატასტროფის გამო, რომელზე პასუხისმგებლობაც მოსკოვს, ბაქოს არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე არ უღიარებია.

საუბარია გასული წლის 25 დეკემბერს ჩამოვარდნილ Embraer E190-ზე, რომელიც, ბაქოს ხელთ არსებული მტკიცებულებების თანახმად, რუსეთის, კერძოდ, ქალაქ გროზნოს (ჩეჩნეთი) ტერიტორიიდან გაშვებული "პანცირის" ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული. შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ამჟამად ფორმირდება მტკიცებულებათა ბაზა და მზადდება საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვა.

"მოსკოვმა, რომელიც, ჩვენი ხედვით, ცდილობს, ჩაფარცხოს ეს საქმე - ისევე, როგორც თავის დროზე მალაიზიური ბოინგის შემთხვევაში, ვალდებულია, ღიად აღიაროს საკუთარი ბრალეულობა და აიღოს პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაქო მზადაა შემდგომი ნაბიჯებისთვის" - ციტირებს აზერბაიჯანული მედია წყაროს ქვეყნის მთავრობაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები