Accentnews.ge
სეს: შპს "იფქლის" ერთ-ერთ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სეს: შპს "იფქლის" ერთ-ერთ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

06/02/2025 14:04:25 საზოგადოება

შპს "იფქლის" ერთ-ერთ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა,- ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა კონკრეტული ხაზის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, შპს "იფქლის" ერთ-ერთ საწარმოში (ს/კ 200179118 მისამართი: ქ. თბილისი, ხარაძის ქ N 2ა ) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

შემოწმების შედეგად, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ამასთანავე, ბიზნესოპერატორი საქმიანობას ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტომ გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა კონკრეტული ხაზის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

გატარებული ღონისძიებების შესახებ წერილობით ეცნობა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების ავტორს." - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S