
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
06/02/2025 15:25:12 საზოგადოება
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველები იტყობინებიან.
როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მებრძოლები - დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ:
„ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე.
დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა.