Accentnews.ge
„აქ არ გახსნა“ - იაპონური მედია წერს, რომ უტა ივანიშვილს იაპონიაში ელჩმა ჩემოდანი გადასცა

„აქ არ გახსნა“ - იაპონური მედია წერს, რომ უტა ივანიშვილს იაპონიაში ელჩმა ჩემოდანი გადასცა

06/02/2025 15:59:34 პოლიტიკა

იაპონური საგამოძიებო მედია „ბუნშუნი“ (Shūkan Bunshun) წერს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი უტა ივანიშვილი „საიდუმლო შეხვედრებს“ მართავს იაპონიაში საქართველოს ელჩ თეიმურაზ ლეჟავასთან.

გამოცემის ცნობით, მისმა რეპორტიორმა 24 იანვარს შენიშნა თეიმურაზ ლეჟავა და უტა ივანიშვილი ტოკიოში, შინჯუკუს რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში. გამოცემის მიხედვით, მათი შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ლეჟავამ ივანიშვილის ჩემოდანი გადასცა და უთხრა: „აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება“. გამოცემა აქვეყნებს ფოტოებსაც, თუმცა მათში მხოლოდ თეიმურაზ ლეჟავას სახე ჩანს. სავარაუდოდ, უტა ივანიშვილის სახე დაფარულია.

გამოცემა ასევე წერს, რომ უძრავი ქონების რეესტრიდან მის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, უტა ივანიშვილმა ტოკიოში, ფეშენებელურ კორპუსში 2024 წლის ივნისში შეისყიდა აპარტამენტი, რომლის საბაზრო ფასიც შესყიდვის მომენტში 500-დან 550 მილიონ იაპონურ იენს შეადგენდა. ეს არის 3,28-დან 3.6 მილიონი აშშ დოლარამდე თანხა.

სტატია იწყება ცნობით, რომ გამოცემამ გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი იაპონიაში, ტოკიოში ცხოვრობს; ასევე, წერს, რომ უტა ივანიშვილმა მამის აშშ-ის მიერ სანქცირებიდან რამდენიმე დღეში იაპონიიდან საქართველოში დააფუძნა ახალი კომპანია „ატუ ჰოლდინგი“.

იაპონური მედიის ჟურნალისტური გამოძიება თავდაპირველად ქართულ ენაზე „სტუდია მონიტორმა“ გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S