
საფრანგეთის შემდეგ უკრაინამ ნიდერლანდებისგან მიიღო გამანადგურებლები
06/02/2025 16:02:36 ევროპა, მსოფლიო
უკრაინამ ნიდერლანდებისგან F-16 ტიპის გამანადგურებლები მიიღო.
“უკრაინამ F-16 თვითმფრინავები მიიღო ნიდერლანდების სამეფოსგან. მადლობა, ნიდერლანდებო!
ნიდერლანდების მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ გამარჯვებას გვაახლოებს და უკრაინული ქალაქებისა და მოქალაქეების საიმედო დაცვას უზრუნველყოფს,” - ვკითხულობთ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რაოდენობა დაზუსტებული არაა.
6 თებერვალს უკრაინამ ასევე Mirage 2000 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღო საფრანგეთისგან.