
უილსონი: ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან განვიხილეთ, კოლექტიურად როგორ შეგვიძლია, პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს
06/02/2025 17:32:15 პოლიტიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) შეხვედრა გამართა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მარგუს ცაჰკნასთან (ესტონეთი), კესტუტის ბუდრისთან (ლიეტუვა) და ბაიბა ბრაჟესთან (ლატვია). ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
“მადლიერი ვიყავი ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვედროდი, მარგუს ცაჰკნას, კესტუტის ბუდრისსა და ბაიბა ბრაჟეს, რათა განგვეხილა კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელი არიან. მიხარია მათი დამოუკიდებლობა!”, - წერს უილსონი.