Accentnews.ge
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პროტესტის 71–ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პროტესტის 71–ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია

06/02/2025 17:46:26 საზოგადოება

71–ე დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ. მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, აქციის მონაწილეებმა გამზირი გადაკეტეს. დემონსტრანტებს პოლიციის კორდონი ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც შეკრებილების მხრიდან შეძახილები: მონებო, მონებო!” მოჰყვა. საბოლოოდ, მოქალაქეებმა მაინც გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად ყოველდღე იკრიბებიან.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

ამ დროის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, ახორციელებს და ასევე აქვს დაანონსებული. დაანონსებული ცვლილებები ეხება უშუალოდ მედიასაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S