ბარსელონაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

25-02-2020 23:37:42 მსოფლიო

ბარსელონაში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტი იუწყება.

მისივე ცნობით, ვირუსი 36 წლის იტალიელ ქალბატონს აღმოაჩნდა, რომელიც ბარსელონაში მილანიდან დაბრუნდა.

ამჟამად პაციენტი იზოლირებულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს ახალი კორონავირუსის („COVID-19“) შემთხვევა კანარის კუნძულებზეც დაფიქსირდა. ვირუსი ტენერიფეში მდებარე სასტუმროს ორ იტალიელ ვიზიტორს „COVID-19“ დაუდასტურდა. სასტუმრო Canary Island–ში მყოფი 1000–მდე ტურისტი კარანტინს დაუქვემდებარეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები