
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა
07/02/2025 06:43:05 პოლიტიკა
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი თვლის, რომ უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა, მათ შორის მედეგობის გაძლიერება და ენერგეტიკული დახმარების მიწოდება. ის არ ახსენებს საქართველოს.
“სასიამოვნო საუბარი მქონდა [გაფართოების საკითხებში] ევროკომისარ მარტა კოსთან ბრიუსელში. აღვწერე ნიდერლანდების თვალსაზრისი გაფართოებაზე, რაც მოიცავს მკაცრ ერთგულებას დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესისადმი, თანხვედრას კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან, და ყველა აუცილებელი რეფორმის გატარებას.
ამავდროულად, ვაფასებთ ურთიერთობების გაძლიერებას კანდიდატ ქვეყნებთან. მაგალითად, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერა საკვანძოა, მათ შორის კანონის უზენაესობისა და სასამართლო რეფორმების წინ წაწევა, მედეგობის გაძლიერება და ენერგეტიკული დახმარების მიწოდება”, - წერს ველდკამპი პლატფორმა X-ზე.