კორონავირუსი შვეიცარიაშიც დაფიქსირდა

25-02-2020 23:50:16 მსოფლიო

ახალი კორონავირუსის შემთხვევა შვეიცარიაშიც დაფიქსირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პაციენტი 70 წლის მამაკაცია, რომელიც შვეიცარიაში იტალიიდან დაბრუნდა. იგი ამჟამად იზოლირებულია, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა – დამაკმაყოფილებელი.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, უკანასკნელი მონაცემებით, 80 000–მდე ადამიანი. ვირუსმა ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში 100–მდე ადამიანი იმსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით უკვე 30–ზე მეტი ადამიანი გარდაცვლილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები